100 - 400 ₾
სივრცე, რომელშიც ცხოვრობთ, პირდაპირ განსაზღვრავს თქვენს ენერგიას, მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხს. სწორედ ამ ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში გეხმარებით, რათა თქვენი სახლი გახდეს ძალის, სიმშვიდისა და წარმატების წყარო.
მე ვარ ინტერიერის დიზაინერი 18 წლიანი გამოცდილებით. ჩემს პრაქტიკაში შესრულებული მაქვს არაერთი საზოგადოებრივი და კერძო ინტერიერი. ერთი წლის წინ აღმოვაჩინე ვასტუ — ცოდნა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა როგორც პროფესიის, ისე სახლის არსის მიმართ.
ვასტუ არის უძველესი ინდური მეცნიერება, რომელიც სწავლობს სივრცის ენერგეტიკას და მის ჰარმონიზაციას ბუნების ძალებთან. იგი ეფუძნება 5 ელემენტის — ცეცხლის, მიწის, წყლის, ჰაერისა და სივრცის — სწორ ბალანსს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სივრცის სწორ ორიენტაციას ჰორიზონტის მხარეებთან მიმართებაში.
ვასტუს მიხედვით იქმნება ინდივიდუალური რუკა, რომელიც ყოფს სახლს 9 სექტორად. თითოეულ სექტორს მართავს კონკრეტული პლანეტა და ის პასუხისმგებელია ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე — ფინანსებზე, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე და სხვაზე.
სახლი ჩვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ვასტუს დახმარებით შესაძლებელია გამოვავლინოთ ენერგეტიკული ბლოკები, დავაბალანსოთ სივრცე და გავაუმჯობესოთ ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება — კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და პირადი ჰარმონია.
