85 - 200 ₾
რიცხვები და პირადი მატრიცა გვაძლევს ღრმა ინფორმაციას ადამიანის ბუნებასა და მისიის შესახებ. ჩემი მიზანია ამ კოდის წაკითხვა და თქვენი შესაძლებლობების სრულად გააქტიურება.
მე ვარ ლუნასმირა — ბედისწერის მატრიცის სპეციალისტი, ნუმეროლოგი და პროფესიით ფსიქოლოგი. ამჟამად ვსწავლობ კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2021 წლიდან აქტიურად ვატარებ ინდივიდუალურ კონსულტაციებს, სადაც ვიყენებ როგორც ბედის მატრიცის, ისე ნუმეროლოგიურ ანალიზს, რაც მაძლევს შესაძლებლობას უფრო ღრმად დავინახო ადამიანის ცხოვრებისეული ტენდენციები და განვითარების გზები.
პრაქტიკული გამოცდილება მიღებული მაქვს ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისას — ამონაშვილის აკადემიასა და აზროვნების აკადემიაში, სადაც დავაგროვე მნიშვნელოვანი პროფესიული უნარები.
კონსულტაციებს ვატარებ ჩემი ავტორიზებული მეთოდიკით — „ბედის ფსიქომატრიცა“, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიას (მათ შორის იუნგის ანალიტიკურ მიდგომას), არკანოლოგიას, ჩაკრებისა და სტიქიების ანალიზს და ნუმეროლოგიას. რიცხვების ვიბრაციების გააზრება საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ადამიანის ცხოვრების ციკლები, კარმული ამოცანები და პოტენციალის რეალიზების გზები.
ეს ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს როგორც ღრმა ანალიტიკურ, ისე თერაპიულ პროცესს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
