150 - 200 ₾
ვმუშაობ ტაროს, ასტროლოგიისა და ნუმეროლოგიის სინთეზით, რაც საშუალებას მაძლევს, მრავალმხრივ დავინახო ადამიანის მდგომარეობა და ცხოვრებისეული პროცესები.
ეზოთერიკა არის გზა საკუთარი თავისკენ — შინაგანი ბალანსის, ემოციური სტაბილურობისა და ცნობიერი განვითარებისკენ. ჩემი მიზანია დაგეხმაროთ ამ გზაზე და გაჩვენოთ ის მიმართულებები, რომლებიც თქვენს რეალობას უფრო ჰარმონიულსა და მართვადს გახდის.
ტაროლოგია წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკას, რომელიც პასუხებს გვაძლევს უახლოესი მომავლის შესახებ და გვაძლევს შესაძლებლობას ჩავიხედოთ საკუთარ სიღრმეებში. ტარო არის კომპასი, რომელიც გვაჩვენებს სწორ მიმართულებას, ხოლო ტაროლოგი — გზამკვლევია ამ პროცესში.
ასტროლოგია დაბადების თარიღზე დაფუძნებული ზუსტი ანალიზია, რომელიც მოიცავს ნატალურ რუკას და სინასტრიას (შეთავსებას). იგი გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას პიროვნული განვითარების, ურთიერთობებისა და ცხოვრების ციკლების შესახებ და გვეხმარება საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოყენებაში.
ნუმეროლოგია კი რიცხვების ენერგეტიკული სისტემაა, რომელიც იკვლევს ადამიანის პიროვნებას, ცხოვრების გზასა და ციკლებს. დაბადების თარიღისა და სახელის ანალიზის საფუძველზე ვადგენ ბედის მატრიცას, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას კარმული ამოცანების, პოტენციალისა და ცხოვრების მიმართულების შესახებ.
350 - 1000 ₾
დაბადების მომენტი შეიცავს ზუსტ ინფორმაციას ადამიანის ცხოვრების გზისა და პოტენციალის შესახებ. ჩემი მიზანია ამ ინფორმაციის გაშიფვრა და თქვენი რეალური შესაძლებლობების აღმოჩენა.
ვარ ასტროლოგი, სამედიცინო აკადემიის პროფესორი ბიოქიმიის განხრით და თ. წერეთლის სახელობის საქართველოს სამართლის მეცნიერთა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი.
მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს როგორც მედიასივრცეში, ისე სამეცნიერო და პრაქტიკულ სფეროში — ვყოფილვარ რადიოკომპანიების „იმედისა“ და „ფორტუნას“, ასევე ტელეკომპანიების „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტ TV“ და „კავკასიის“ ასტროლოგიური ტელეწამყვანი. ვარ გაზეთ „ასავალ-დასავალისა“ და ჟურნალ „თბილისელების“ ასტროლოგიური რუბრიკის ავტორი.
ვარ 15 ასტროლოგიური წიგნისა და 120-მდე მეცნიერული ნაშრომის ავტორი, სადაც ასტროლოგიას ვაერთიანებ მეცნიერულ ხედვასთან.
დაბადების მომენტის მიხედვით დაგეხმარებით გააანალიზოთ:
● თქვენი კარმული მისია
● პარტნიორული ურთიერთობები
● ჯანმრთელობის ტენდენციები
● პროფესიული მიმართულებები
● უცხოეთის პერსპექტივები
● ფენ შუი და სივრცის გავლენა
● ნუმეროლოგიური კოდი
● მინერალების ენერგეტიკა
100 - 840 ₾
ასტროლოგია არის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება გავიგოთ — რატომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში კონკრეტული მოვლენები და როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა საკუთარი განვითარებისათვის.
ჩემი პროფესიული მიმართულებები მოიცავს: ასტროფსიქოლოგიას, პროგნოზირების მეთოდებს, ნატალური რუკის რექტიფიკაციას, კარმულ და სინასტრიულ ასტროლოგიას, ჰორარულ და გამბურგულ ასტროლოგიას, ასევე ფსიქოანალიზს „ჰარმონიკის“ მეთოდით, ბიზნეს და სამედიცინო ასტროლოგიასა და კონსულტაციის ფსიქოლოგიურ მიდგომებს.
ასტროლოგიური პრაქტიკის ფარგლებში გამოცემული მაქვს 2 წიგნი — წლიური გზამკვლევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის, სადაც დეტალურად არის გაწერილი წლის, თვისა და დღის ტენდენციები. ეს გამოცემები წარმოადგენს ყოველწლიურ საკოლექციო მასალას.
3 წლის განმავლობაში მიმყავდა ყოველკვირეული ასტროლოგიური პროგნოზი აჭარის ტელევიზიის დილის ეთერში.
კონსულტაციისას ჩემი მიზანია გავცე პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც ადამიანს აწუხებს სხვადასხვა სფეროში — პირად, პროფესიულ თუ ფინანსურ ცხოვრებაში. ვეხმარები მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრებაში, ვაჩვენებ განვითარების მიმართულებებს და ვაძლევ კონკრეტულ რეკომენდაციებს, მათ შორის ჯანმრთელობის ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით.
