043 horoscope

დაჯავშნე კონსულტაცია და გაიგე რა გელის

რა არის უსუი რეიკი? – ენერგეტიკული ჰარმონიის ხელოვნება

უსუი რეიკი – ეს არის ერთიანი ზეციური ენერგია, რომლითაც გაჟღენთილია სამყარო, ყველა გალაქტიკა, პლანეტები და ნებისმიერი ფორმის ცოცხალი არსებები. რეიკი ოდითგანვე არსებობს და იოგებს შეუძლიათ ამ ენერგიის გამოყენება. ნებისმიერი ტიპის ხელით მკურნალობა ანუ ხელების დადებით ენერგიის გადაცემა/გაცვლა – არის რეიკი.

 

ტერმინი რეიკი – მე-19 საუკუნეში დაამკვიდრა იაპონელმა ენერგეტიკული მედიცინის დამფუძნებელმა მიკაო უსუიმ. მას არ გამოუგონია ის, არამედ როგორც სულიერმა პრაქტიკოსმა, აითვისა მისი გამოყენების მეთოდები და შექმნა სპეციალური პროგრამა მათი ათვისებისთვის.

ხელებით ენერგიების გადაცემას და ასე მკურნალობას ახორციელებდა იესო ქრისტეც, ბუდაც და ყველა, ვინც დაოს ან იოგას მისდევდა.

რამდენი სულიერი პრაქტიკოსიც არსებობს, იმდენი რეიკი შეიძლება იყოს – ეს ნორმალურია, რადგან ენერგეტიკული ველების რაოდენობა დამოკიდებულია იმ პრაქტიკებსა და ზეციური ძალების გამტარებზე, საიდანაც ცოდნას იღებს სულიერი მოძღვარი.

 

რეალურად, რეიკი მომდინარეობს ერთი ძლიერი ენერგიიდან, თუმცა, სხვადასხვა გამტარების გავლის შემდეგ, და სულიერი პრაქტიკოსის მიდგომებიდან გამომდინარე, იქმნება მისი ფორმა.

 

მაგალითად, თუ სულიერი მოძღვარი ზეციურ ძალებს უგზავნის მოთხოვნას ხერხემლის განკურნებასთან დაკავშირებული ენერგიების გამოგზავნაზე – გროვდება და იგზავნება შესაბამისი ენერგიები. გამტარებიდან სულიერი მოძღვარისთვის ენერგიის გადაცემა ხდება იმ არხით, რომელიც იქმნება გარკვეული ვარსკვლავური სისტემების გავლით. თუმცა, ეს არ არის ეგრეგორი. ეს არის კონკრეტულად ენერგეტიკული არხი. ენერგიის მიღების შემდეგ, სულიერი მოძღვარი თავად მუშაობს ამ არხის დახმარებით. მაგალითად, არსებობს არხი “ხერხემალზე ზრუნვა”, რომელიც მიღებულ იქნა თანამედროვე პრაქტიკოსის – მერაია ვინდსონგის მიერ და ის ითვლება ამ არხის დამფუძნებლად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას არ შეუქმნია არაფერი ახალი, მას უბრალოდ გადაეცა ენერგეტიკული ინფორმაცია, რის შემდეგაც მან ადამიანურ ენაზე გადათარგმნა ის და დაიწყო სხვა ადამიანებისთვის გადაცემა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი არხია, რადგან ჯანმრთელი ხერხემალი, ნიშნავს ჯანმრთელ “ნადებს”, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის სხეულში ენერგიის სამოძრაო არხებს, და ამ ენერგიებთან პროდუქტიული მუშაობისთვის, საჭიროა ხერხემალთან ყველა დონეზე მუშაობა.

 

ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს მიკაო უსუის შემთხვევაშიც – სულიერი პრაქტიკის დროს, მან მიიღო წვდომა კონკრეტულ ენერგეტიკულ არხზე და არა მთლიანობაში რეიკებზე. უსუი რეიკი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ან ძლიერი ენერგიები. ეს არის ზეციური ენერგიის ერთ-ერთი შემადგენელი სახეობა. თავად მიკაო უსუი იყო სულიერი მოძღვარი, რომელმაც განმარტოვებული რეთრითის პირობებში, მიიღო ცოდნა და ენერგეტიკულ არხთან წვდომის შესაძლებლობა, რომელსაც ახლა უწოდებენ – უსუი რეიკის.

 

ნებისმიერ სულიერ მოძღვარს და მაძიებელს შეუძლია გახსნას საკუთარი ენერგეტიკული არხი და საფუძვლიანი სულიერი პრაქტიკის შედეგად მოპოვოს გარკვეულ ზეციურ ენერგიებზე წვდომა და შემდეგ ის გადასცეს სხვა ადამიანებს.

 

რეზუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ რეიკი – ეს არის ერთიანი ღვთიური ენერგია, რომელიც გადის გარკვეულ გამტარ არხებს სულიერ პრაქტიკოსებამდე მისასვლელად, რომლებიც შემდეგ მას ავრცელებენ.

 

სამყაროში დიდი ხანია ყველაფერი აღმოჩენილი და შესწავლილია. უბრლოდ, დროთა განმავლობაში მივიწყებას მიეცემა ხოლმე ან არასწორად ინტერპრეტაცია ხდება. ამიტომ, რეიკი შეუძლია შესწავლოს და გადასცეს ნებისმიერმა ადამიანმა – დისტანციურადაც კი. ზეციურ ენერგიებთან მუშაობა არაფრით გამოირჩევა სხვა ტიპის მუშაობისგან. ენერგია არის ყველგან და მასთან დასაკავშირებელი არხის ქონა და პრაქტიკული უანრები, გვეხმარება ვიმუშაოთ მის ათვისებაზე საიდანაც გვინდა და როცა გვინდა – როგორც ფიზიკურად, ისე დისტანციურად.

group 2

შეარჩიე ექსპერტი

group 2

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგია

350 - 1000 ₾

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

Shopping Cart

ავტორიზაცია