043 horoscope

დაჯავშნე კონსულტაცია და გაიგე რა გელის

რა არის ტაროლოგია?

ტაროლოგია – ეს არის ბედის წინასწარმეტყველების და კვლევის უძველესი ხელოვნება, ტაროს კარტის დახმარებით.

ამ მისტიური პრაქტიკის ფესვები ისტორიის შორეულ წარსულში მიდის და მისი აღორძინება უკავშირდება XIV საუკუნეს, როცა ტაროს კარტის სათამაშოდ გამოყენება დაიწყეს იტალიაში. თუმცა, დროდარდო, ამ კარტებმა შეიძინეს საკრარული აზრი და მისი გამოყენებით დაიწყეს ადამიანის არსებობის ღრმა საიდუმლოებების კვლევა და გაჟღერება.

ტაროლოგია ეფუძნება რწმენას, რომ ყოველ ადამიანს თავისი ბედისწერა და არჩევანის თავისუფლება აქვს. ტაროს კარტი – სიმბოლური გამოსახულებებით ილუსტრირებულია, რომლებიც გადმოსცემენ კონკრეტულ ინფორმაციას, ენერგიას და ვიბრაციას. ტარლოგი, ეყრდნობა რა საკუთარ ცოდნას და ინტუიციას, ახდენს ამ სიმბოლოების ინტერპრეტირებას და ცდილობს ამოიცნოს მათი ფარული მნიშვნელობა, რითაც თავის მხრივ ეხმარება ადამიანებს სიტუაციაში გარკვევასა და მნიშვნელოვანი გადაწყვევტილებების მიღებაში იმისათვის, რომ გაარკვიოს საკუთარი ადგილი და მისია სამყაროში.

ტაროლოგია საკუთარ თავში აერთიანებს არამარტო წინასწარმეტყველებას, არამედ ფსიქოლოგიურ მუშაობასაც. ტაროს კარტი ხსნის ქვეცნობიერის კარს და ადამიანებს ეხმარება საკუთარი შინაგანი პოტენციალის გახსნასა და შინაგანი კონფლიქტების გადალახვაში. კარტის წყობაზე და მათზე გამოსახულ სიმბოლოებზე დაკვირვებით, ტაროლოგი ადამიანს ეხმარება დაინახოს მოვლენების და აზრების განვითარების ახალი ვარიანტები, ასევე, გაიგოს კონფლიქტებისა და პრობლემების მიზეზები უფრო სიღრიმსეულად.

ტაროლოგია არამარტო ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავის და ცხოვრების გაგებაში, არამედ შეუძლია მიაწოდოს ფასეული ინფორმაცია ურთიერთობებზე, კარიერაზე, ჯანმრთელობასა და ცხოვრების სხვა სფეროებზე. სწორედ ამიტომ, ტაროლოგია თვითანალიზისა და პიროვნული სრულყოფილების ძლიერი ინსტრუმენტია.

ტაროლოგიის ფუძემდებლები ამტკიცებენ, რომ ტაროს კარტი არამარტო მნიშვნელოვანი ინფორმაციის, არამედ ძლიერი ენერგიის მატარებელიცაა, რომელიც ადამიანს ეხმარება საკუთარი გრძნობების და ფიქრების ჰარმონიზაციაში, ასევე ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენების მოზიდვაში. თითოეული კარტი შეიძლება გახდეს საერკე, რომელიც ირეკლავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, მოთხოვნებს და გზამკვლევი, რომელიც აჩვენებს პირადი განვითარების და კეთილდღეობის სწორ გზას.

ტაროლოგია არ არის მხოლოდ წინასწარმეტყველება და მკითხაობა – ეს არის ცხოვრებისეული ხელოვნება, რომელიც გამოიყენება ადამიანის შინაგანი ენერგიების და შესაძლებლობების გამოსავლენად. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული სულიერებასთან და ადამიანებს საკუთარი ცხოვრების გაგების და მიღების საშუალებას აძლევს მთელი მისი სირთულეებით და დადებითი მხარეებით.

ტაროლოგიას შეუძლია გზა გაგიკვალოთ სიბრძნისა და ჰარმონიის ღრმა გაგებისკენ. ის გაძლევთ გასაღებს თქვენი შინაგანი საიდუმლოებებისა და სამყაროს კარის გასაღებად, სადაც თქვენი არსებობის უცნობ მხარეებს დაინახავთ და შეიმეცნებთ.

group 2

შეარჩიე ექსპერტი

group 2

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგია

350 - 1000 ₾

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

Shopping Cart

ავტორიზაცია