043 horoscope

დაჯავშნე კონსულტაცია და გაიგე რა გელის

რა არის და როგორ მუშაობს ასტროლოგია?

სამეცნიერო საზოგადოება არ აღიარებს ასტროლგიას, როგორც ნამდვილ მეცნიერებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანი სერიოზულად უყურბს ასტროლოგიურ პროგნოზებს.

თავის მხირვ, ასტროლოგია – ეს არის უძველესი პრაქტიკა, რომელიც სწავლობს ურთიერთობას ციურ სხეულებსა და დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს შორის. ასტროლოგები თვლიან, რომ ვარსკვლავების, პლანეტების და სხვა ციური ობიექტების განლაგება და მოძრაობა, ადამიანის დაბადების მომენტში, გავლენას ახდენენ მის პიროვნებაზე, ბედსა და ცხოვრების გზაზე. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს ცივილიზაციებში, როგორიცაა ბაბილონი, ეგვიპტე და ჩინეთი. პირველი ასტროლოგიური ჩანაწერები თარიღდება ჩვ. წ. აღ-მდე ორი ათასი წილის წინ. დროთა განმავლობაში, ასტროლოგია მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ასტროლოგიის საფუძველში დევს იდეა იმის შესახებ, რომ ციური სხეულები ასხივებენ ენერგიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანებზე და დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებზე. ასტროლოგები ამ ენერგიების ინტერპრეტაციისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, როგორიცაა მაგალითად:

  • ნატალური რუკა, რომელიც იქმნება ადამიანის დაბადების თარიღის, დროისა და ადგილის საფუძველზე. ის ითვლება ადამიანის ბედისწერის და პიროვნების ანაბეჭდად.
  • ტრანზიტები – პლანეტების და სხვა ციური სხეულების მოძრაობას ასახავს ნატალურ რუკასთან მიმართებაში.
  • ასპექტები – ანუ მოძრაობის კუთხეები, რომლებიც წარმოიქმნება პლანეტებსა და სხვა ციურ სხეულებს შორის. ასპექტები შეიძლება იყოს ჰარმონიული ან დაძაბული და მიუთითებდნენ ურთიერთქმედებების სხვადასხვა ფორმებზე.

ასტროლოგები ასევე თვლიან, რომ ციური სხეულების ენერგიები ადამიანებზე ზეგავლენას ახდენენ – ვიბრაციებით: მათ მიერ გამოსხივებული ვიბრაციები რეზონირებენ ადამიანის ენერგიებთან. სიმბოლოებით: პლანეტები, ზოდიაქოს ნიშნები და სხვა ციური სხეულები, ატარებენ სიმბოლურ მნიშვნელობებს, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ ადამიანის პიროვნული და ცხოვრებისეული ასპექტების ახსნას. არქეტიპებით: ასტროლოგიური სიმბოლოები დაკავშირებული არიან არქეტიპებთან ანუ უნივერსალურ მოდელებთან, რომლებიც არსებობენ ადამიანის ცნობიერებაში.

ასტროლოგია შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის – თვითშეცნობისთვის. ის ადამიანებს ეხმარება გაერკვნენ საკუთარ ძლიერ თუ სუსტ მხარეებში და ცხოვრებისეულ გზაში. ასტროლოგები ციური სხეულების ტრანზიტების და სხვა მეთოდების გამოყენებით, ადამიანებს ეხმარებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამარტივებაში. კოსმოსთან საკუთარი კავშირის გააზრების შემდეგ, ადამიანისთვის გაცილებით მარტივია საკუთარი ადგილი იპოვოს სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ უძველესი და ურთულესი პრაქტიკა – ასტროლოგია, მეცნიერულად აღიარებული მიმართულება არ არის, ბევრი ადამიანი თვლის, რომ ის შეიძლება სასარგებლო ისნტრუმენტი იყოს თვითშემეცნების, სულიერი ზრდისა და არჩევანის გაკეთბისთვის.

group 2

შეარჩიე ექსპერტი

group 2

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგია

350 - 1000 ₾

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

Shopping Cart

ავტორიზაცია