043 horoscope

დაჯავშნე კონსულტაცია და გაიგე რა გელის

ნუმეროლოგია – ციფრების ჯადოსნური სამყარო!

ნუმეროლოგია — ეს არის უძველესი ხელოვნება, რომელიც სწავლობს ადამიანის ცხოვრებსა და ციფრებს შორის კავშირს. ეს პრაქტიკა უკვე ათასწლეულებია რაც არსებობს და თავისი ფესვები აქვს სხვადასხვა კულტურებსა და რელიგიურ ტრადიციებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბევრი ადამიანისთვის ნუმეროლოგია რჩება ამოუცნობ და მისტიურ ცოდნად, მაგრამ მაინც განაგრძობს ინტერესს და გაოცებას.

ნუმეროლოგიის ძირითადი სწავლება მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ რიცხვს აქვს განსაზღვრული ვიბრაციული სტატუსი და ენერგეტიკული ძალა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ეს რიცხვები შეიძლება დაკავშირებული იყვნენ დაბადების თარიღთან, სახელებთან, მოვლენებთან ან ჩვენი ცხოვრების სხვა ასპექტებთან.

ნუმეროლოგიაში არსებობს ძირითადი რიცხვების ნაკრები 1-დან 9-მდე, რომელბიც მთავარ რიცხვებად ითვლება. მათ თავისი უნიკალური მნიშვნელობა და მახასიათებლები აქვთ. ყველა ადამიანს მიეწერება ძირითადი რიცხვები, მისი დაბადების თარიღის და სახელის მიხედვით.

ცხოვრების გზა — ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაგება ნუმეროლოგიაში. ის განისაზღვრება რიცხვების ჯამით, რომელიც მიიღება ადამიანის დაბადების თარიღიდან. ცხოვრების გზა აჩვენებს ადამიანის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, რომელბიც ცხოვრების მანძილზე უყალიბდება. ასევე, ნუმეროლოგია აჩვენებს, რომ ადამიანის სახელებს შესაძლოა ძლიერი გავლენა ჰქონდეთ ადამიანის ხასიათსა და ბედზე. სახელის შემადგენელ ყველა ასოს ენიჭება რიცხობრივი მნიშვნელობა და მათი შეკრებით მიღებულმა ჯამმა, შესაძლოა დამატებითი ინფორმაცია მოგვცეს პიროვნების შესახებ.

ნუმეროლოგია ასევე ითვალისინებს წლიურ და პირად ციკლებს, რომლებიც იცვლება და გავლენას ახდენენ ადამიანის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. ამ ციკლებმა შესაძლოა გვიწინასწარმეტყველონ კარგი და ცუდი პერიოდები.

ნუმეროლოგიის ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა «ნუმეროლოგია» პირველად ინგლისურ ლექსიკონში გაჩნდა 1900‑იანი წლების დასაწყისში, რიცხვების შესწავლაზე, მათ მნიშვნელობასა და მოვლენებთან მჭიდრო კავშირზე, უხსოვარი დროიდან საუბრობდნენ. ითვლება, რომ ნუმეროლოგიის კონცეფცია წარმოიქმნა ბაბილონის და ეგვიპტის ცივილიზაციების დროს. მაშინ, უძველესი ადამიანები თვლიდნენ, რომ ციფრებს ღვთიური ძალა აქვთ და საშუალებას იძლევიან უფრო მეტი გავიგოთ ცხოვრებაზე და ღმერთზე. სწორედ იმ დროს შეიმუშავეს და პრაქტიკაში დანერგეს ნუმეროლოგიის ქალდეური სისტემა. ასევე, არსებობს საკმარისი ისტორიული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ნუმეროლოგიის სხვადასხვა ფორმები პრაქტიკაში გამოიყენებოდა ჩინეთში, რომსა და იაპონიაში.

ნუმეროლოგიის ახალი ტალღა გაჩნდა ძველ საბერძნეთში, ფილოსოფოსების, განსაკუთრებით პითაგორას ეპოქაში, რომელიც დღესდღეობით ნუმეროლოგიის მამად ითვლება იმ ცოდნის გადმოცემის გამო, რომელიც მან შეაგროვა და კაცობრიობას დაუტოვა. პითაგორას თანახმად, ციფრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რაიმეს ბუნების განსაზღვრაში. უფრო მეტიც, რამდენადაც ის უფრო მიდრეკილი იყო მათემატიკისკენ, ის ციფრებს თვლიდა აბსოლუტური ჭეშმარიტების ცოდნის ნამდვილ და პრაქტიკულ წყაროდ. თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ იმ სასწაულების შესახებ, რომლების მოხდენაც შესაძლებელია ციფრებით და სახელმწიფო და ეკლესიაც დიდად ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს. მიუხედავად დიდი დაბრკოლებებისა, ნუმეროლოგიამ მაინც შეძლო აქტიუალობის შენარჩუნება და განვითარების გარკვეული ბუმიც განიცადა.

ნუმეროლოგიის ტიპები

არსებობს ნუმეროლოგიის მრავალი ტიპი, იქედან გამომდინარე, თუ როდის იქნა აღმოჩენილი და გამოყენებული, თუმცა, ყველაზე გავრცელებული ფორმები არის შემდეგი:

ქალდეური ნუმეროლოგია — ერთ-ერთი უძველესი ფორმა, რომელიც შეიქმნა ძველ ბაბილონში. პითაგორას სისტემისგან განსხვავებით, სადაც გათვლები ანბანურად განისაზღვრება, ნუმეროლოგიის ეს ფორმა ეფუძნება ვიბრაციებს, რომელსაც სწავლობს ყოველი ასო, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს შემდგომი გამოთვლების გაკეთებას.

კაბალისტური ნუმეროლოგია — რომელიც დაკავშირებულია ებრაულ კულტურასთან, სადაც გამოთვლების პროცესში ხდება ადამიანის სახელის და არა დაბადების თარიღის გათვალისწინება, რადგან კაბალას ნუმეროლოგიით, მას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.

ტამილური ნუმეროლოგია — რომელიც შეიქმნა ინდოეთის სამხრეთ ნაწილში და ასევე ცნობილია როგორც ინდური ნუმეროლოგია. ციფრების ეს სისტემა, გამოთვლებისას ითვალისწინებს ადამიანის სამ მნიშვნელოვან ასპექტს: ფსიქიკის, ბედის და სახელის რიცხვებს.

დასავლური ნუმეროლოგია —ასევე ცნობილია როგორც პითაგორას ნუმეროლოგია, რადგან მის მიერ შეიქმნა. ამ სისტემაში, ლათინური ანბანის ყოველ ასოს, მინიჭებული აქვს რიცხვითი მნიშვნელობა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს გამოთვლების გაკეთებას.

უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ნუმეროლოგია, ძირითადად ეფუძნება დასავლურ – პითაგორას სისტემას და პოპულარული გახდა XX საუკუნეში. მის საფუძვლებს წარმოადგენს გამოთვლები, რომლებიც ტარდება ადამიანის სახელისა და დაბადების თარიღის გამოყენებით. აასეთი გამოთვლები იძლევა ადამიანის ცხოვრების გზისა და მახასიათებლების შესახებ ინფორმციას.

თანამედროვე ნუმეროლოგები ციფრებს ასევე იყენებენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და ტენდენციების შეფასებისა და განსაზღვრისთვის. მაგალითად, მათ შეუძლიათ ჩაატარონ ციფრული ანალიზი ქორწინების, ბიზნესის დაწყების ან სხვა მნიშნელოვანი მოვლენების ჩატარებისთვის პოზიტიური და ნეგატიური პერიოდების გამოსათვლელად.

ნუმეროლოგია რჩება ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ და მისტიკურ მეტაფიზიკურ სფეროდ. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ენდობა ამ სისტემას და არის თუ არა მნიშვნელოვანი ან რაიმე ძალის მატარებელი მისთვის ის გამოთვლები, რომლებიც ნუმეროლოგიაში მათი სახელის და დაბადების თარიღის გამოყენების შედეგად მიიღება.

group 2

შეარჩიე ექსპერტი

group 2

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგია

350 - 1000 ₾

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

Shopping Cart

ავტორიზაცია