043 horoscope

დაჯავშნე კონსულტაცია და გაიგე რა გელის

მკითხაობა – მისი არსი და გამოყენების მეთოდები

მკითხაობა — ეს არის რიტუალური ქმედება, რომელიც მიმართულია მომავლის განჭვრეტის, ბედისწერის წინასწარმეტყველების ანდა ფარული ცოდნის მიღებისთვის მაგიის, ოკულტური მეთოდების და ნიშნების ინტერპრეტაციის დახმარებით. ეს არის უძველესი კულტურული ფენომენი, რომელიც ეფუძნება გარე ძალების არსებობის რწმენას და რიტუალის ჩასატარებლად, ხშირად გამოიყენება კარტი, რუნები, ყავის ნალექი, სანთლები და ქირომანტია – იგივე ხელის გულზე მკითხაობა.

მეცნიერების კუთხით, მკითხაობა ითვლება ფსევდოსამეცნიერო მეთოდად, ხოლო მართლმადიდებლური და სხვა მიმდევრობის რელიგიები, მას განიხილავენ როგორც ცოდვას და შავბ-ბნელ ძალებთან კავშირად. მიუხედავად ამისა, მკითხაობა საყოფაცხოვრებო პროგნოზირების და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის ყველაზე გავრცელებულ ფორმად რჩება, რომელიც ადამიანებს მთელ რიგ სიტუაციებში ეხმარება არჩევანის გაკეთებასა და სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მკითხაობა განიხილება როგორც დამხმარე მეთოდი, რომლის საშუალებითაც ადამიანი ახერხებს ფოკუსირებას შინაგან განცდებზე და პრობლემისთვის სხვა კუთხით შეხედვას.

მკითხაობა მოიცავს ფარული ცოდნის მიღების სხვადასხვა მეთოდებს, განსაკუთრებით მომავალ მოვლენებთან დაკავშირებით და ამისთვის გამოიყენება სპირიტუალური და ოკულტური ძალები.

ადამიანებს, რომლებიც მკითხაობენ, სჯერათ, რომ ღმერთები, რომლებსაც ზებუნებრივი ძალები აქვთ, მომავალს უხსნიან იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია მათ მიერ გამოგზავნილი ნიშნების გაშიფვრა. მკითხავების აზრით, ეს მინიშნებები იგზავნება ციური მოვლენების სახით, როგორიცაა – ვარსკვლავების ან პლანეტების განლაგება და მოძრაობა, მთვარის დაბნელება, მეტეორების გამოჩენა, სტიქიური მოვლენები, ცხოველთა ქცევა, ყავის ნალექში გამოსახული ფიგურები, ხელის გულებზე განლაგებული ხაზები და მიცვალებულთა სულების გამოძახება.

მკითხაობის ზოგიერთმა ფორმამ, დროთა განმავლობაში მიიღო კონკრეტული სახელწოდება. მაგალითად: ავგურია – საგნებსა და მოვლენებზე მკითხაობას ეწოდება, რომელიც ძალიან პოპულარული იყო რომაელებში; ქირომანტია – ხელის გულებზე არსებული ხაზებით მომავლის წინასწარმეტყველება; ჰეპატოსკოპია – ღვიძლზე მკითხაობა; ჰარუპეკაცია – შინაგან ორგანოებზე მკითხაობა; ბელომანტია – ნასროლი ისრების მიმართულებებით მკითხაობა. რაბდომანტია – “ჯადოსნური” რკინის ნაჭრით ან გამხმარი ბალახის კვანძით მკითხაობა. ასევე, არსებობს მაგიიური კრისტალით მკითხაობა, რომლის დროსაც მიმართავენ ორაკულს, რომელიც ძველ ბერძენთა რწმენით, ორაკული ღვთაებისა და ადამიანის ურთიერთობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო.

მკითხაობის წარმოშობა უკავშირდება ბაბილონთან – ქალდეების ქვეყანასთან, საიდანაც ნელ-ნელა გავრცელდა დედამიწაზე სხვადასხვა ფორმებით და გამოვლინებებით. ისტორიული წყაროების მიხედვით, ფარონ აშურბანიპალის სამარხის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი თიხის ფირფიტები, სწორედ უცნაური მოვლენების აღწერაზე, მიწისა და ცის მოვლენებზე, ნიშნებზე და ადამიანების ცხოვრებაში განვითარებულ სხვა მოვლენებზეა. ნაბუქოდონოსორ მეფემ იერუსალიმზე თავდასხმა სწორედ მკითხაობის შემდეგ მიიღო.

თანამედროვე მკითხაობა და მისი მეთოდები

დღეისათვის, ძალიან პრაგმატულად ხდება რაციონალური, ფაქტების გაანალიზების საფუძველზე გაკეთებული და მაგიური, ასტროლოგიური, ოკულტისტური, ეზოთერიკული თუ რელიგიური პროგნოზების გამიჯვნა, რადგან სრულიად სხვა, ტექნოლოგიურად განვითარებულ და ინფორმირებულ სამყაროში ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, მკითხაობა და მასთან ახლო მდგომი მიმართულებები, სამეცნიორე წრეებში აღიარებული არ არის და ცრუსწავლებების ან ცრუმეცნიერებების სახელით მოიხსენიება.

დღეისათვის, მკითხაობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ასტროლოგია, ტაროლოგია და ქირომანტია. ასევე, მათგან წარმოქმნილი მიმართულებები, როგორიცაა ე.წ. “Human design” – რომელიც წარმოადგენს ასტროლოგიის, ანატომიის და საბუნებისმეტყველო დისციპლინების სინთეზს. თანამედროვე მკითხავების ნაწილი საკუთარ თავ მიაკუთვნებს სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებს, ნაწილი საერთოდ უარყოფს სარწმუნოებას და აცხადებს, რომ წმინდა “სამეცნიერო” მიდგომას იყენებს.

group 2

შეარჩიე ექსპერტი

group 2

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგია

350 - 1000 ₾

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

Shopping Cart

ავტორიზაცია