043 horoscope

დაჯავშნე კონსულტაცია და გაიგე რა გელის

ეზოთერიკა – მარტივი განმარტება

ტერმინი წარმოიშვა ბერძნული სიტყვა «esoterikos»-დან, რაც ნიშნავს «შინაგანი». თავდაპირველად, ასე ეძახდნენ ამ ცოდნას, რომელიც ვიწრო წრეში გადაიცემოდა. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეზოთერიკა ნიშნავს სწავლებისა და პრაქტიკის სისტემას, რომელიც ცდილობს ცხოვრების ფარული მხარეების გაგებას. ეს არის თვითშემეცნების გზა სიმბოლოების, ნიშნების, ენერგიების და გრძნობების დახმარებით.

მეცნიერებებისგან და რელიგიისგან განსხვავებით, რომლებსაც მტკიცებულებები და რწმენა სჭირდებათ, ეზოთერიკა ეყრდნობა ინტუიციას, გრძნობებს და პირად გამოცდილებას. ის არ ცდილობს რაიმეს დამტკიცებას – ის გვთავაზობს შეგრძნებას.

მაგალითად, მედიტაციის დროს, ადამიანმა შეიძლება განიცადოს ღრმა შინაგანი სიმშვიდე. ტაროს კარტის გაშლისას დაინახოს ის, რაც დიდი ხნის მანძილზე ცნობიერებაში ჰქონდა და ა.შ.

მნიშნელოვანია ორი გაგების გამიჯვნა: ეზოთერიკა და ეკზოთერიკა.

ეკზოთერიკა – ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი ცოდნა, რომელიც მოიცავს ლექციებს, წიგნებს, სამეცნიერო სტატიებს.

ეზოთერიკა – ეს რის ის, ფარული მოვლენები, რომელთა გამოვლენა ხდება მხოლოდ მათ მიერ, ვინც სულიერ და ფიზიკურ სამყაროს უღრმავდება.

ეზოთერიკის დახმარებით ადამიანი პოულობს კავშირს საკუთარ თავსა და სამყაროს შორის. ზოგისთვის ის ფილოსოფიაა, ზოგისთვის კი საშიში ილუზია…

უნდა აღინიშნოს, რომ ეზოთერიკა არ არის ერთიანი სისტემა – ის არის სივრცე, რომელშიც ათობით მიმართულება არსებობს. ზოგიერთ ადამიანს უფრო მეტად აინტერესებს სიმბოლოები, ზოგს სხეულის ენერგიები და ა.შ.

ყველაზე გავრცელებული ეზოთერიკული პრაქტიკებია:

მედიტაცია

ეს არის საბაზისო ეზოთერიკა – ყურადღების ვარჯიში. ადამიანი ზის მშვიდად, აკონტროლებს სუნთქვას, ფიქრებს და სხეულის მდგომარეობას. არავითარი მაგია აქ არ არის, ხდება მხოლოდ კონტაქტის დამყარება საკუთარ თავთან. მედიტაციის დროს ხშირად ხდება მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ბიძგები: მცირდება შფოთვა, გონება უფრო ნათელი ხდება და ჩნდება მეტი თავისუფლება შინაგან სამყაროში.

ჩაკრებთან მუშაობა

ჩაკრების სისტემა შემოვიდა ინდური ტრადიციებიდან, რომელიც წარმოადგენს სხეულის შვიდ ენერგეტიკულ ცენტრს. ყოველი ჩაკრა დაკავშირებულია ცხოვრების კონკრეტულ სფეროსთან. ადამიანი პრაქტიკას იწყებს მარტივი ვარჯიშით, რაც გულისხმობს ჩაკრების ცენტრის ვიზუალიზაციას, სუნთქვითი პრაქტიკების ჩატარებას და ყურადღების კონცენტრირებას სხეულის კონკრეტულ ზონებზე. ეს გვეხმარება უკეთ შევიგრძნოთ საკუთარი თავი და ვაკონტროლოთ სხეულის შინაგანი მდგომარეობა.

ვიზუალიზაცია და აფირმაცია

ფიქრები — ეს არის ენერგია, და ყველაფერი ის, რაც ადამიანის ფოკუსშია და დროთა განმავლობაში მატერიალიზდება. ვიზუალიზაცია — წარმოადგენს სასურველი შედეგების ფიქრებში რეალიზებას. აფირმაციები — არის პოზიტიური ვერბალური მტკიცებები, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავთან დიალოგის დროს წარმოთქვამს.

მაგალითად: «მე ვიმსახურებ სიყვარულს», «ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა», «მე მივდივარ სწორი გზით». ასეთი ფრაზები მარტივად ჟღერს, თუმცა, მათმა რეგულარულად წარმოთქმამ, შესაძლოა პოზიტიური ცვლილებები გამოიწვიოს ადამიანის პირადი ცხოვრებაში.

რატომ სჯერათ ადამიანებს ეზოთერიკის?

როცა ადამიანი მოულოდნელ და დაუგეგმავ მოვლენებს, შფოთვას ან მძაფრ ცვლილებებს ეჯახება, ის იწყებს პასუხების ძებნას ამ ყველაფერზე. თუმცა, მეცნიერების სხვადასხვა დარგები, ამ პასუხებს ყველთვის არ იძლევიან. სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩნდება ინტერესი ეზოთერიკული პრაქტიკების, როგორც ალტერნატიული სისტემის მიმართ, რომელიც ადამიანს ეხმარება სამყაროში განვითარებული მოვლენების ამოხსნასა და ამ ყველაფერში საკუთარი ადგილის პოვნაში.

გაუგებრობა ყოველთვის აშინებს ადამიანს, და როცა ვინმე ეუბნება, რომ ყველაფერი გაწერილია სამყაროს მიერ და ამის გაგება დაბადების თარიღის, სახელის და ციური სხეულების განლაგება-მოძრაობის გამოყენებით შეუძლია, მას უჩნდება განცდა, რომ გაუგებრობაში გაერკვა, მშვიდდება და სტაბილურობას გრძნობს. ფსიქოლოგები ამ მდგომარეობას უწოდებენ ეგზისტენციალურ ძიებას – ადამიანებს არამხოლოდ არსებობა სურთ, არამედ ისწრაფვიან გაარკვიონ, თუ რატომ ცხოვრობენ და როგორ არის მათი ყოფა დაკავშირებული სხვა ადამიანებთან, სამყაროსთან და მასში მიმდინარე მოვლენებთან. სწორედ ამიტომ, ეზოთერიკა ხშირად ხდება პირადი ფილოსოფია, რაც ეხმარება ადამიანს ცხოვრებას უფრო გააზრებულად შეხედოს სიმბოლოების, ნიშნების და კანონზომიერებების გამოყენებით.

დასკვნა

შეიძლება ითქვას, რომ ეზოთერია — ეს არ არის ქმედებების მზა გეგმა, არამედ ეს არის ცხოვრებაზე უფრო ღრმად დაკვირვების მეთოდი, რომლის დახმარებითაც ზოგიერთი ადამიანი პოულობს სულიერ და ენერგეტიკულ მხარდაჭერას, ზოგი შთაგონებას და ა.შ. მთავარია ადამიანმა ეძებოს არა მაგია, არამედ აზრი. შეიქმნას არა სასწაულის მოლოდინი, არამედ სიცხადე საკუთარი თავის, ქცევის, სამყაროს მიმართ და გააზრებულად აიღოს პასუხისმგებლობა სამომავლო გადაწყვეტილებებზე.

group 2

შეარჩიე ექსპერტი

group 2

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგია

350 - 1000 ₾

ნათია კარიაული

ვასტუ

100 - 400 ₾

ხატია ძნელაძე

ასტროლოგია, ბედის მატრიცა, ნუმეროლოგია, ტაროლოგია

150 - 200 ₾

Shopping Cart

ავტორიზაცია